სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.05.2019

     (რეზონანსი) უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი დაშავდა. 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა. დაცემისას მოზარდმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა „გორმედში" გადაიყვანეს.

    „კლინიკაში შემოყვანისას ბავშვს აღენიშნებოდა წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ესკორაციები. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, წვივის მოტეხილობის გამო, კიდურზე თაბაშირის ნახვევი დაედო და დაუმუშავდა სახის არეში არსებული ესკორაციები. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და გააგრძელებს ამბულატორიულ მკურნალობას", - განაცხადა ტრავმატოლოგმა კოტე ლაცაბიძემ.

    უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელის განცხადებით, ბავშვი დაახლოებით 3-4 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა.

    „უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებულია ბარიერები, როგორც ჩანს, ექსკურსიაზე მყოფი მოზარდი სწორედ ამ გალავანზე ავიდა და იქიდან გადმოვარდა. მუზეუმის ტერიტორიაზე არის სპეციალური გაფრთხილებები უსაფრთხოებისთვის, თუმცა, მცირეწლოვანი ბავშვების თანმხლებმა პირებმაც მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა ბადრი გასპაროვმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    გივი   (27.05.2019)
    მასწავლებლებლები კი არა მშობლები ყიდიან,ეს მათი სურვილია ხოლმე ექსკურსიები და მითუმეტეს ასაკის შეუსაბამო ადგილებში.სამი შვილი გამიზრდია და ვიცი რა ხდება.ყველგანაა თითო ორი ამბიციური მშობელი კლასსრომ ატრიალებენ.ახლა თანხები იკითხე.ნეტა სულ აიკრძალოს.გვიჭირს გვიჭირს და იმხელა ფულს ფლანგვაა უაზროდ ეს ახალი მშობლები გადაირევი

    გივი   (27.05.2019)
    ხალხნი გადაირიეთ! რა უნდა პირველ კლასელს ექსკურსიაზე, სულ გაგიჟდით მშობლებო? ცოტა გამიფხიზლდით, და ასე ბრმად ნუ მიყვებით ამ პედაგოგებს, შეკრულები რომ არიან მძღოლებთან და ფულს აკეთებენ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved