სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.06.2019

    ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებში იმარჯვებს მმართველი „ერთიანი ოსეთი“, რომელმაც  ხმათა 35% მიიღო. თუმცა, ყველა არაა მზად ამის აღიარებისთვის. ოპოზიცია მოითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ვლადიკავკაზში გამართული კენჭისყრის შედეგების გაუქმებას.

    „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგები  ორშაბათს გამოქვეყნდა, ბიულეტენების 95% დამუშავების შემდეგ. ბოლო მონაცემებით, პარლამენტში შედის 5 პარტია - პირველ ადგილზეა „ერთიანი ოსეთი“, რომელმაც მიიღო 34,9%, მე-2-ზე - ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მიერ მხარდაჭერილი „სახალხო პარტია“ (21,8%),  მე-3 - პარტია „ნიხასი“ (14,37%),  მე-4-ზე „ხალხის ერთობა“ (12,9%), ბოლო, მე-5 ადგილზეა კომუნისტური პარტია - 7,2%.

    სამმა პარტიამ განაცხადა, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს. მათი თქმით,  ვლადიკავკაზში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მასობრივ მოსყიდვას. ამის დასტურად ოპოზიციონერებმა წარადგინეს რამდენიმე ვიდეო მასალა, სადაც დაფიქსირებულია დღევანდელი მთავრობის მაღალჩინოსნების მიერ ამომრჩევლებისთვის ფულის დარიგების ფაქტები. ოპოზიციონერებმა უკვე შეიტანეს შესაბამისი განცხადება პროკურატურაში.

    ვლადიკავკაზში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2000-მა ადამიანმა. სწორედ იქ მიიღო სახელისუფლებო პარტიამ ხმების 60%. ამ შედეგების გაუქმების შემთხვევაში, „ერთიანი ოსეთი“ კარგავს თითქმის 1500 ხმას, რაც რადიკალურად ცვლის ძალთა გადანაწილებას მომავალ პარლამენტში.

    ოპოზიციური პარტია „ფინდიბასტი“ -ს თავჯდომარე ვიაჩესლავ გობოზოვის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, „ერთიანი ოსეთი“ ვერ გაიმეორებს 20914 წლის შედეგებს და ვერ მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას პარლამენტში. მისი აზრით, ამ არჩევნების ერთადერთი რეალური გამარჯვებული არის „სამხრეთ ოსეთის“  ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი.

    „დღეს ჩვენ ვიღებთ პარლამენტს, სადაც არც ერთ ძალას არ ექნება გადამწყვეტი უმრავლესობა. მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამარჯვებული ამ არჩევნებში არის ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, რომელმაც მოახერხა 7%-იანი პარტიის გაყვანა მე-2 ადგილზე“, - თვლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

    (კომერსანტი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×