რეზონანსი
12.06.2019

 (რეზონანსი) "თბილისის საქალაქო სასამართლომ  გერის მიმართ განხორციელებული ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული კ.ც. დამნაშავედ ცნო და მას 2 წლით თავისუფლების აღკვცეთა მიესაჯა.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს, მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა კ.ც.-მ ქ.თბილისში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, გერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი შეესწრო.

სამართალდამცველებმა კ.ც. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ც. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×