სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.06.2019

     (რეზონანსი) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.

    დაშავებულებს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. ორივე მათგანი ბორჯომის კლინიკაშია გადაყვანილი.

    „გულ-მკერდის და მუცლის ღრუს მიდამოებში, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. ახლა სტაბილური მდგომარეობაა, ახლო მომავალში გავწერთ“, - გვითხრა ბორჯომის კლინიკის მენეჯერმა ირაკლი დიასამიძემ.

    შემთხვევა, სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. პრესსამსახურში ამბობენ, რომ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

    მომხდარს ადასტურებენ შსს-ში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved