სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.06.2019

     (რეზონანსი) თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, პირველს კოცონზე ვის დაწვავს? ივანიშვილს და მერე მე, რადგან ნომერ მეორე მტერი ვარ მისთვის, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

    მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვეღარ დაბრუნდება და შემდეგ არჩევნებზე ხალხს ამით ვეღარ შეაშინებენ.

    „თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, (ბრჭყალებში რა თქმა უნდა, რადგან ამის ფუფუნება მას აღარ ექნება) პირველი კოცონზე ვის დაწვავს? ივანიშვილს, და მეორე ვის? ნადირაძეს, კობახიძეს, თუ მდინარაძეს, თუ ვიღაც ამდაგვარ ხალხს? მე - რადგან ნომერ მეორე მტერი ვარ მისთვის - ნომერ პირველი ვიყავი და ივანიშვილის შემდეგ ნომერ მეორე გავხდი. და თქვენ გგონიათ, მე ახლა ზუსტად იმისთვის ვიღწვი, ვიბრძვი და ვწვალობ, რომ იმათ დაბრუნებას ხელი შევუწყო? დავამთავროთ ეს ნარატივი. ეს არის ის, რაც ხელისუფლებას უნდა, მაგრამ ასე აღარ იქნება. ხელისუფლება შეიცვლება, ივანიშვილი წავა. ეს გარდაუვალია. შევარდნაძესაც ასე ეგონა, სააკაშვილსაც ასე ეგონა, თუმცა ყველაფერი მთავრდება", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (13.06.2019)
    კი შეიცვლება, კი წავა, მაგრამ არა შენისთანების მოსვლის პერსპექტივით. როცა სათავეებთან იდექი და ფეკალიებს უგზავნიდი პუტინს, რაც ცხვირში შემოგასხეს,--ვაი, რომ საქართველოს წააგებინეთ, თქვენი უ ნ ი ჭ ო ბ ი თ !კიდევ შენისთანების მოსვლა სათავეებთან წ ა რ მ ო უ დ გ ე ნ ე ლ ი ა, ღმერთმა დაგვიფაროს!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×