სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2019

     ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მაშინდელ შს მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის პრეზენტაციაზე მივიდა. ადგილზე ლიდერები ჯერ არ იყვნენ მისული, რობაქიძემ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოქრუაშვილის პარტიაში ვინც გაწევრიანდება “კრიმინალია”. მან ასევე თქვა, რომ განაახლებს ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლეს”, რითაც შეეწინააღმდეგება “კრიმინალების პოლიტიკაში დაბრუნებას”.

    მას პასუხი გასცა ირაკლი ოქრუაშვილმა და განაცხადა:

    "ჯერ ერთი, თუ რამე პრეტენზია ჰქონდა, მანამდე მოსულიყო, თუ პრეტენზია ჰქონდა და იქ უნდოდა მოსვლა, დამლოდებოდა და როცა იქ მივიდოდი, მაშინ ჩაეტარებუნა ის მასკარადი, რაც იქ ჩაატარა. მე ბედნიერი ვარ, თუ საქართველოში ჩემი სახელის ხსენებით ვინმე, ბრჭყალებში, ყოველდღიურ სარჩო-საბადებელს, ფულს იშოვის.

    გუშინ ამ ადამიანმა ერთ-ორი ზახოდი წამლის ფული იშოვა ჩემი ხსენებით და იქ იმ თეატრის ჩატარებით და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ამდაგვარი სპექტაკლებით თუ უნდა რომ თავი ირჩინოს, მე თვითონვე მივეხმარები იქით, მაგრამ ყველამ იცის, ეს ადამიანი რას წარმოადგენს და მე მას ფულს არ გადავუხდი” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    medea   (13.06.2019)
    2012 წლის 1 ოქტომბერმა და პოლიტიკური სტატუსის მიცემამ გადაარჩინა მაშინ მიწასთან გასწორებული ეს კაცი, "ვირო მადლიო" რატომ ამბობს, არ ცხვენია? ჩამოაყალიბოს პარტია, დადოს პ რ ო გ რ ა მ ა და შეეჯიბროს მმართველ ძალას, რატომ ილანძღებიან, იღრინებიან, იმუქრებიან და სახელს იფუჭებენ? სოსო რობაქიძე გაუბედურებული მამაა ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროინდელი, მის წინაშე ირაკლის დანაშაულის გრძნობა უნდა გააჩნდეს. ასეა ეს! უ ტ ი ფ რ ო ბ ა წამგებიანი საქციელია.

    სტატუს ქუო   (13.06.2019)
    ეს ნაგავი ცდილობს რობაქიძეს სახელი გაუტეხოს ვითომ ტექნიკურად და ნარკომანიაო, გვეუბნება. თან ძველბიჭობს, თავისი ცალი ტეტიური ტვინით. ეს გარეწარი და არაკაცი.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved