სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2019

     საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მან „მონანიებიდან“ მიიპყრო და დღემდე ყველას სწორედ ვარლამ და აბელ არავიძის პერსონაჟებით ახსოვს. მსახიობი ავთანდილ მახარაძე 75 წლისაა. არ უყვარს ინტერვიუები და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობა. მისი თვითმიზანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა არასდროს ყოფილა.

    „უთხარით ყველას, მშვიდობით არის და ძალიან კარგად გრძნობს თავს-თქო. ვისაც კი ვახსოვარ, ყველას დიდი მოკითხვა ჩემგან, დიდი სიყვარულით“, - უთხრა მსახიობმა "პრაიმტაიმის" ჟურნალისტს.

    მსახიობი დეტალურად იხსენებს, თუ როგორ მოხვდა ვარლამ არავიძის როლზე.

    „ეს ყველალფერი ასე დაიწყო: მოვიდა თენგიზი, მე სახლში არ ვიყავი, დატოვა სცენარი და თქვა, აბელს მიაქციოს ყურადღებაო. დავუკვირდი და გენიალური როლია აბელი, მაგრამ ვარლამზე გავგიჟდი. შევხვდი რეჟისორს, მადლობა გადავუხადე და ვეუბნები: ძალიან კარგი როლია აბელი, მაგრამ ვარლამი უფრო მომეწონა და იქნებ ერთი სინჯი ვარლამისაც გადავიღო-მეთქი. კარგი, მოვიფიქრებო, მითხრა. ორი კვირის შემდეგ მეუბნება: არც სინჯი გვინდა, არც ფოტო, ორივე როლს შენ ითამაშებო. ორივე როლზე არც კი მიოცნებია, მე ვთქვი, აბელს ვარლამი მირჩევნია-მეთქი. ამიტომ ვუთხარი, ორი როლი როგორ მანდე?

     ვარლამის შეშლილობის ეპიზოდებზე ბევრს ვფიქრობდი და მომწონდა. თუნდაც იმიტომ, რომ ვარლამი დაბერდა და უკვე სხვა რამ ხდებოდა მის სულში. რაღაც განსხვავებული მინდოდა, გამეკეთებინა. მართლაც, ერთი სცენა მოვიფიქრე და ვაპირებდი, მარტო მეჩვენებინა თენგიზისთვის. ერთხელაც, დასვენების დღე გვქონდა და ბულვარზე ვსეირნობდით. მაშინ ჩამოვუგდე სიტყვა ამაზე და ვაჩვენე, იქნებ ასე გაიაროს-მეთქი. მიყურა, მიყურა და მითხრა, ობიექტზე წავიდეთ, იქ ვნახოთო. წავედით, უფრო თამამად ჩავატარე ეს სცენა და მაშინვე იყვირა, კამერა მოიტანეთ და გადავიღოთო. ესეც არის იმის დასტური, რომ თენგიზი ნებისმიერ შეთავაზებას ყურადღებით უსმენდა. თუ დარწმუნდებოდა, რომ საინტერესო იყო, უყოყმანოდ იღებდა“, - აღნიშნავს ავთანდილ მახარაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (13.06.2019)
    გენიალური მსახიობი და გენიალური რეჟისორი. რა თაობა და რა ხალხი გვყავდა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×