სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2019

     (რეზოანანსი) სოციალური ქსელის მომხმარებელი გუჯა ბიძია ვერეს ხეობაში გადაღებულ ფოტოს ავრცლებს და წერს:

    "ნაღდად არ მინდოდა 13 ივნისზე  რამის თქმა, ისედაც ყოველთვის, როცა იმ გზას გავდივარ, თუნდაც მზიანი ამინდი იყოს, და მით უმეტეს წვიმაში, მახსენდება, რაც მაშინ მოხდა, მახსენდება ის დიდი უმწეობა, მთელ ქალაქს რო ჰქონდა მაშინ, მახსენდება მაღლა სკამებზე მოკალათებულების იდიოტობა, გულგრილობა, უპასუხისმგებლობა.

    და ვერც ახალგაზრდების მაშინდელი ერთადგომის გახსენება  ვერ ფარავს იმ სურვილს, დედისსული რო ვუტრიალო ცხრასართულიანებით იმათ, ვისაც ამ  21 -ე საუკუნეში , აქვს ყველა ტექნიკური საშუალება თავიდან აიცილოს უბედურება, და არაფერს აკეთებს.

    ხო, არ მინდოდა ამ დღის გახსენება, მაგრამ ამ ფოტოს გადავაწყდი.

    სწორედ ამ გვირაბმა ვერ გაატარა 2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში მოვარდნილი ღვარცოფი, დატბორა სვანიძის ქუჩაც და გმირთა მოედანისა და თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა. 23 ადამიანი ემსხვერპლა მაშინ სტიქიას, 23 ადამიანი.

    და არავინაა დაზღვეული არც დღეს, და ახლა ვინც , 4 წლის შემდეგ, ამ მშენებლობის ნებართვა გასცა, დედამოსახნავი კი არა , დასახვრეტი არაა?"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (13.06.2019)
    კალაძე, თუ ტრაკი გაქვს, დაანგრიე ეს ხუხულა და ნებართვის გამცემი დაიჭირე, თუ არადა, შენი ამოღებული ხმა არ გავიგო.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×