სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2019

     (რეზონანსი) სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის, სერგეი ზასეევის განცხადებით, მთიანი-ყარაბაღიდან დაბრუნებულ ჩემპიონატში გამარჯვებულ მათი საფეხბურთო ნაკრების წევრებს, 12 ივნისს ვლადიკავკაზში ცეცხლი გაუხსნეს. შესაბამისად, ცხინვალში ნაკრების დაჯილდოების ცერემონიისთვის ნაკრები არასრული შემადგენლობით დაბრუნდა.

    ფიზიკური დაპირისპირება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ვლადიკავკაზში სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრების ზოგიერთ წევრსა და ვლადიკავკაზელ ახალგაზრდებს შორის მოხდა.

    “ვიღაცამ ვლადიკავკაზში 140 ათასი რუსული რუბლი [2 ათას აშშ დოლარზე მეტი] დადო ტოტალიტაზორში იმაზე, რომ ჩვენი გუნდი წააგებდა. როდესაც დაბრუნებული გამარჯვებული ნაკრების წევრები ვლადიკავკაზის ქუჩებში ვიღაცამ ნახა, აცნობა ამ პირებს, ისინი მოვიდნენ გარჩევაზე და მაშინ დაიწყო ჩხუბი და სროლა. არავინ დაშავებულა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ჩხუბში მონაწილე ფეხბურთელები დაკითხვაზე იქ იმყოფებიან”, – აცხადებს ზასეევი.

    წყარო: ნეტგაზეთი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×