სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2019

     (რეზონანსი) ყველა გარემოებას მივყავართ იქამდე, რომ ბავშვი სახიფათო თამაშის, „ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლია, - ამის შესახებ 14 წლის გოგონას დეიდამ ინეზა ბურდულმა განაცხადა.

    მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბავშვი საკმაოდ უცნაურად იქცეოდა.

    „დედამისმა ერთხელ შენიშნა, რომ რაღაცას თამაშობდა და მისი დანახვისთნავე გათიშა, თუმცა ბავშვი რაიმე სახიფათო თამაშის თამაშს კატეგორიულად უარყოფდა. გარდა ამისა, ამ ბოლო პერიოდში ბავშვს ორჯერ დაეჯახა მანქანა, რაც დიდი ეჭვს ბადებს, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო. ძალიან ბევრი რაღაც მიდის იქითკენ, რომ ბავშვს ნათამაშები აქვს „ლურჯი ვეშაპი", - განაცხადა ბავშვის დეიდამ.

    მისი თქმით, გოგონას ხელის არეში აღენიშება ნანემსარი, რომელიც სასწრაფოს გაკეთებული არ არის. გარდა ამისა, როგორც გოგონას დეიდას ექიმებმა განუცხადეს, ბავშვს გაკეთებული აქვს ისეთი რაღაც, რაც სისხლში კვალს არ ტოვებს, რადგან სისხლის ანალიზით ვერ დადგინდა თუ რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობა. ექიმის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა.

    ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved