სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.06.2019

     (რეზონანსი)გარდაბნის რაიონის სოფელი ნაზარლოში 33 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა.

    ისინი აცხადებენ, რომ რვა თვის ორსული გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა და გარდაბნის კლინიკაში, ე.წ. ემერჯენსის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათი თქმით, პაციენტს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მედიკამენტი დაალევინეს და სახლში გაუშვეს. თუმცა, ორსული მოგვიანებით კვლავ შეუძლოდ გახდა, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა და იმავე კლინიკაში გადაიყვანეს.

    ოჯახის წევრების განცხადებით, საავადმყოფოში უთხრეს, რომ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო და პაციენტის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

    გარდაცვლილი კლინიკიდან უკვე სახლში გადაასვენეს.

    შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×