სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.06.2019

     (რეზონანსი) შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით, დღეს, 15 ივნისს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ასევე, მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე: რუსთაველის გამზირზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის და ალექსანდრე პუშკინის ქუჩებზე.

    თბილისის ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომანქანები ჩავლენ ელბაქიძის დაღმართზე საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ თაბუკაშვილის ქუჩით ან მარჯვენა სანაპიროზე.

    ასათიანის ქუჩიდან თავისუფლებისკენ მოძრავი ავტომანქანები თუმანიანის ქუჩის გავლით გორგასლის მოედანზე მოხვდებიან.

    კოტე აფხაზის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ვერცხლის ქუჩის გავლით საიდანაც მოხვდებიან ბარათაშვილის ქუჩაზე. ბარათაშვილის დაღმართიდან ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები მარჯვენა პანუდისთ მოხვდებიან მარჯვენა სანაპიროზე.

    შსს-ში აცხადებენ, რომ აქციის დასრულებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×