სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.06.2019

     (რეზონანსი) სროლის ხმა ისმოდა წუხელ გვიან ღამით გორში. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ქალაქის ცენტრში, სტალინის გამზირზე, კომპანია „ახალი ქსელების“ ოფისთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს.

    წინასწარი ინფორმაციით, კამათი თავდაპირველად მამაკაცსა და გოგონას შორის მოხდა, რაშიც სამართალდამცველები ჩაერივნენ. ამის შემდეგ, დაპირისპირება პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის გაგრძელდა, რასაც სავარაუდოდ სროლა მოჰყვა.

    შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და ხულიგნობაში ედება ბრალი. ერთ-ერთ მათგანს კი, პოლიციისთვის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. ახალგაზრდებს ჩამოართვეს ასევე ავტომანქანა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved