სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.06.2019

     (რეზონანსი) მთავრობის ადმინისტრაციასთან, გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირებიდან სამს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1000-ლარიანი გირაო დაეკისრა.

    როგორც ჟურნალისტებს, ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელმა, ნანა ჯინჭარაძემ განუცხადა, ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც დაკავებულებს დაეკისრათ, არასამართლიანია.

    „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაკავებულებიდან სამ პირს 1000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალი ასეთია, რომ პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა, გიორგი ხვედელიძემ ეს უარყო და თქვა, რომ ასე არ ყოფილა. ის მოძღვართან მიახლოებას ცდილობდა და ამის საფუძველზე დააკავეს. ხვედელიძე 5 შვილის მამაა და ასე მარტივი არაა 1000 ლარის მოტანა", - განაცხადა ჯინჭარაძემ.

    დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 28 პირის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე იმსჯელებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved