სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.06.2019

     (რეზონანსი) „როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთმანეთს უპირისპირდება, ასეთ დროს სახელმწიფოს მხოლოდ შეუძლია შუაში ჩადგომა და მხარეების დაცვა" , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

    სახელმწიფო კანცელარიასთან განვითარებული მოვლენების განმუხტვაში ირაკლი კობახიძემ მადლობა შსს გადაუხადა.

    გუშინ, 14 ივნისს, 7 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის" აქცია გაიმართა, ისინი საპატრიარქოს განცხადების გაპროტესტებას აპირებდნენ.

    პარალელურად მიმდინარეობდა კონტრაქცია, სადაც სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ.

    კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.

    „თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა, მონაწილეებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (16.06.2019)
    ხუთკუნჭულა პირდაპირ ებრძოდა დევებს? კანონით იმათ გავლის უფლება აქვთ, კანონს ხომ ვერ დაარღვევს სახელმწიფო! დარაზმეთ ხალხი,რომ სრული იგნორი მოვაწყოთ. არავინ გავიდეს მათ სანახავად, ვინც შემთხვევით წააწყდება-- ზურგით დაუდგნენ. არ გავცეთ ხმა, არ ჩავაგდოთ არაფრად, უსიტყვოდ გავეცალოთ, მორალური ს ი ლ ა გავაწნათ ამით და ი გ ნ ო რ ი დავუდასტუროთ. იბლაყუნონ ცარიელ ქუჩაზე და აქნიონ დროშები, მათი მაცქერალი არავინ იქნება ან ზურგშექცეულად იდგება უხმოდ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×