სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.06.2019

     (რეზონანსი) მალხაზ მაჩალიკაშვილი 18 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხელმოწერების შეგროვება და მაჩალიკაშვილისთვის მხარდაჭერა იყო.

    როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს იმისთვის, რომ ხელისუფლება ჩამოშალოს.

    "18 პარტიის წარმომადგენელს შევხვდი. შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ხელმოწერები არა 100 000, არამედ უფრო მეტი შეგროვდება. თუ შექმნიან დროებით საგამოძიებო კომისიას, შექმნიან, თუ არადა სიტყვას გაძლევთ, რომ ვაიძულებთ მის შექმნას. გეგმების კომენტირებისგან, რაც აქ შევიმუშავეთ, თავს შევიკავებ. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მსურს იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება ჩამოვშალო. სწორედ თემირლანის საქმეა, რომელიც ამ ხელისუფლებას ჩამოშლის", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (16.06.2019)
    ხელისუფლების ჩამოშლა შენზე მაგარ მიშასაც სურს, მაგრამ>..წადი სახლში, სხვა გაუბედურებულ მამებს მიბაძე, ვისაც შვილები ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებით ლაფანყურში ან სირიაში დაეღუპათ.შენს გვერდით ვართ, მაგრამ ეჭვი გვეპარება შენს სიმართლეში,მით უფრო ძმისშვილის საშიშ საქმეში ჩართვა რომ განიზრახე. წ ა დ ი, წადი სახლში, ცოდო ხარ, მაგრამ არაფერი საშველი არ არის.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×