სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.06.2019

     (რეზონანსი) ყვარლის საავადმყოფოში 56 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ბესიკ იაშვილი საავადმყოფოში გულის შეტევით შეიყვანეს.

    გარდაცვილის ოჯახის წევრი აცხადებს, რომ 56 წლის მამაკაცს დახმარება ვერ აღმოუჩინეს, რადგან მისივე თქმით, ამის რესურსი საავადმყოფოში არ არსებობს.

    "ძმა მომიკვდა იმიტომ, რომ საავადმყოფოს პატრონი არ ჰყავს" - განუცხადეს "კურიერს".

    "კურიერის" ინფორმაციით, პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა რეანომობილი გამოიძახეს და ბესიკ იაშვილის სასწრაფოდ სხვა კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა კატასტროფის ბრიგადა ადგილზე 6 საათის განმავლობაში არ ჩავიდა. ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა დამძიმდა და 56 წლის მამაკაცი რეალურად სამედიცინო დახმარების გარეშე გარდაიცვალა.

    პაციენტების ნაამბობიდან ირკვევა, რომ ყვარელს საავადმყოფო რეალურად არ აქვს და ათასობით ადამიანის სიცოცხლე ამ მუნიციპალიტეტში საფრთხეშია. ეროვნული ჰოსპიტალი "ევექსის" სამედიცინო ჯგუფს ეკუთვნის. ის 2012 წელს გაიხსნა, რა დროსაც რეანიმაციული განყოფილებაც იყო, სამშობიაროც, სტაციონარიც და თანამედროვე აპარატურაც, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი მოხსნეს და სხვა კლინიკებში გადაანაწილეს.

    ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ყვარლის ჰოსპიტალთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აქამდე არ იცოდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალს ნებართვები ყველა სახის მომსახურებაზე აქვს.

    სამინისტროში ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებში კონკრეტული გამოსავალი არსებობს, თუმცა ეს საკითხი უწყების წინაშე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა დააყენოს. ყვარლის მერიას კი საკუთარი მოქალაქეების საჭიროებების შესახებ არაფერი უთქვამს.

    ყვარლის მერს კითხვებს ოპოზიციაც დაუსვამს. საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დეპუტატები ამ საკითხის დაყენებას აპირებენ.

    წყარო: კურიერი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ika   (16.06.2019)
    kalbatono saavadmkopoebi pulis ketebis ckarod ikca miliardelebi gaxdnen mepatroneebi

    ultra   (16.06.2019)
    ვუსამძიმრებ ოჯახს, დიდი დანაკარგია. მგონი დროა უკეთესი ჯანდაცვა მოვითხოვოთ...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×