სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.06.2019

     (რეზონანსი) სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია ფიზიკური დაპირისპირება, ეს ყველგან მიღებულია, სახელმწიფო თუ არ იყენებს ძალას, მაშინ ხალხს აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა, რომ ალაგმოს უწესრიგობა, - ამის შესახებ საზოგადოება „ზნეობის" წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა.

    მისი თქმით, ის და მისი თანამოაზრეები სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს არ მისცემენ უზნეობის პროპაგანდის საშუალებას.

    „ჩვენი მიზანია, ქალაქში დავიცვათ წესრიგი, რომელსაც სამწუხაროდ, არ იცავს სახელწიფო. უწესობის პროპაგანდა არ უნდა მიდიოდეს. სახელმწიფო ვალდებულია უწესობაზე ძალით დაამყაროს წესრიგი. რახან სახელმწიფო არ იყენებს ძალას, მაშინ ხალხმა უნდა გამოიყენოს, რომ წესრიგი დამყარდეს. ვერ დავუშვებთ ქალაქისა და ჩვენი შვილების წაბილწვას ბინძური პროპაგანდით", - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

    ამასთან, მისივე თქმით, დღეს საღამოს გადაწყდება, როგორ დაუპირისპირდებიან ლგბტ პროპაგანდას.

    „20:00 საათზე შევიკრიბებით ვერის ბაღში, ვიმსჯელებთ და დავთქვამთ გეგმას. ჩვენთვის მთავარია, არ მოხდეს ქალაქში უწესრიგობა და სიბილწის პროპაგანდა", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×