სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.06.2019

     (რეზონანსი) პროკურორებმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცეს. ბავშვი ისეთ რაღაცაში დაადანაშაულეს, რაც არ ჩაუდენია, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს მამამ, კახა ღლინტი აცხადებს.

    მსჯავრდებული არასრულწლოვნის მამა ამბობს, რომ საქმეზე სისხლის სამართლის დევნა თავიდანვე არასწორად და გაყალბებული მტკიცებულებებით წარიმართა.

    „ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი. სასამართლოზე პროკურორებმა პირდაპირ ცრუ ჩვენება მისცეს. ამის დამამტკიცებელი საბუთები გვაქვს. აუცილებლად ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, როგორც გამომძიებლები, ასევე გამყალბებლები და გამომძიებლები.საზოგადოების დიდი ინტერესი იყო ამ საქმეზე, გახსოვთ, რომ აქციები მიმდინარეობადა მთავრობის ადმინისტრაციასთან. საზოგადოება უნდა დაეწყნარებინათ, ყველაზე დაბალი ღობე კი ჩემი შვილი ნახეს, დაიჭირეს, შეუკერესსაქმე და გაასამართლეს", - აცხადებს დაკავებულის მამა, კახა ღლონტი.

    დ.ღ.-ს ოჯახი და ადვოკატი, საქმის პროკურორების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. არასრულწლოვანი მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენებისთვის არის მსჯავრდებული. დაკავებულის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ საქმე გაყალებებულია, მოწმეების ჩვენებები კი ზეწოლით მიღებული. იმ შემთხვევაში კი თუ საგამოძიებო უწყება მათ მოთხოვნაზე რეაგირებას არ მოახდენს, ოჯახი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved