სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.06.2019

     (რეზონანსი) "გაოგნებული ვარ იმით, რომ ამ შეკრებას, სამარცხვინოდ, სასულიერო პირები ესწრებოდნენ და მასთან ერთად ხითხიდებდნენ და ტაშს უკრავდნენ ყველა მის აგრესიულ და სიძულვილის ენით მოწოდებულ იდეებს" - დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა ლევან ვასაძის და სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ განცხადებებს ეხმიანება.

    "კიდევ უფრო სამწუხარო, რომ ამ ადამიანის იდეებთან ასე ახლოს დგას საქართველოს ეკლესიის ცენტრალური მმართველობა და რიგი ეპისკოპოსები. მეორე იმით ვარ შეშფოთებული, როგორც მოქალაქე ამ ბედკრული საქართველოსი, რომ ადამიანი ასე საჯაროდ აგრეულობას, დესტრუქციულ ქმედებებს, დაუმორჩილებლობას კანონისა და პოლიციის მიმართ აცხადებდეს, ქმნიდეს რაღაც გაურკვეველ დაჯგუფებებს სახელმწიფო აპარატის წინააღმდეგ, რითად საფრთხის ქვეშ აყანებდეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, და ეს ადამიანი, ან უფრო არაადამიანი, კიდევ გარეთ იყოს და არ იყოს მიცემული სამართლებლივ პასუხისმგებლობას. ქვეყანაა თუ ბეღელი?!

    P.S. არც მეორე, დაპირისპირებული მხარე მგონია ანგელოზი. ორივე მხარის მამონა კი ფული მგონია. ხოლო როგორც ერთი ფსიქოლოგი იტყოდა, „თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ere   (17.06.2019)
    samarcxvino shen xar


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved