რეზონანსი
18.06.2019

 ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ლევან ჩაჩუამ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველო დატოვა. მისი თქმით, გამომძიებლების მხრიდან შეკითხვები, ძირითადად, გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დაისვა.

„შეკითხვები ეხებოდა იმას, თითქოს შეიარაღებული ბანდფორმირების ჩამოყალიბებას ვაპირებთ. რა ვიცი, ხელისუფლებას თუ იმდენად უგუნური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ლევან ვასაძე დააკავონ, მაშინ პირდაპირ მინდა, ვუთხრა, რომ ეს კაცი არ შეუშინდება არც ციხეს, არც სხვა დევნას. ხელისუფლებას უნდა, დაშინებით, სხვა ძალისმიერი მეთოდებით ჩვენი შეშინება. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ამ ქვეყანაში გეიპრაიდებს ჩვენ არ ჩავატარებინებთ, გინდ დაგვიჭირონ, გინდ დაგვხვრიტონ. ეს კარგად იცოდნენ მათაც და იმ საელჩოების წარმომადგენლებმაც, რომლებსაც ქართველ ხალხს და ძალოვან სტრუქტურებს შორის დაპირისპირება სურთ.

ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, ამის გონიერება გვყოფნის, რომ ეს არ გავაკეთოთ და თუ ხელისუფლებას უნდა, მიიღოს 26 მაისის და 7 ნოემბრის მსგავსი დღეები, უარეს ხვედრს გაიზიარებს მაშინ ქართველი ხალხისგან“, – განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×