სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

     პოლიციელებმა ის ტაქსის მძღოლი გამოკითხეს, რომელმაც 30 წლამდე მამაკაცი ბათუმიდან ქუთაისში ჩაიყვანა და, სავარაუდოდ, ბინაში ხანძარი განზრახ გააჩინა. ავთანდილ ბოლქვაძის თქმით, ახალგაზრდა ბათუმიდან ქუთაისში წაიყვანა, გზად კი მამაკაცმა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი შეიძინა.

    ტაქსის მძღოლი აცხადებს, რომ დანიშნულების ადგილას მიყვანის შემდეგ მამაკაცმა მძღოლს კორპუსთან დარჩენა სთხოვა. მისი თქმით, ავტომშენებელთა ქუჩაზე ძლიერი აფეთქების ხმა მას შემდეგ გაიგო, რაც მამაკაცი კორპუსში შევიდა.

    „ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით წამოვიყვანე მგზავრი, რომელმაც შეიძინა საწვავი, ბენზინი. როცა ჩამოვიყვანე და შევიდა შენობაში, მოხდა აფეთქება. სხვა არაფერი ვიცი. საწვავი ბენზინგასამართ სადგურზე შეიძინა,“ - განაცხადა ავთანდილ ბოლქვაძემ და აღნიშნა, რომ მისი მგზავრი ფხიზელი იყო.

    აფეთქების შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორის მდგომარეობა უკიდურესად რთულია. ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. მათგან ერთ-ერთი 10 წლის გოგონაა, ხოლო მეორე 30 წლამდე მამაკაცი. სავარაუდოდ, ეს არის ის პირი, რომელმაც ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში განზრახ გააჩინა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×