სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.06.2019

     ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ განმარტა მიზეზი, თუ რატომ ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე პრაიდის ჩატარება არის მიზანშეუწონელი. დეპუტატი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენები, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან მოხდა, პრაიდის კვირეულშიც განმეორდება.

    „პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. ჩემთვის პირადად, იმ დღეს იყო პრაიდი, ამაზე განსხვავებული რა უნდა მოხდეს იქ, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე რაც მოხდა... მივლენ, მოვარდებიან ისინი, ვინც დავინახეთ, რას წამოადგენენ, ჩადგება შუაში ათასობით პოლიციელი, იქნება აქედან გინება და იქიდან პოლიციის მცდელობა, რომ დაიცვას ეს ხალხი. მთავარი დეფექტი გამოავლინა ხელისუფლებამ, არ გამოავლინა?“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

    ნიკა მელიას თქმით, ქვეყანაში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარების შემდეგ აღნიშნული საკითხი პრობლემური აღარ იქნება. ის არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში რუსული კვალი იკვეთება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    sos!   (19.06.2019)
    არ უნდა ჩატარდეს.იცხოვრონ მათი ცხოვრებით,სხვებს თავს ნუ ახვევენ მათ არატრადიციულობას...

    cici   (19.06.2019)
    Amaz vin kitxa azri rom gamotkva


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved