სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.06.2019

     (რეზონანსი) მსჯავრდებულ თ.მ.-ს ჩაუტარდა ოპერაცია, რომელსაც კუჭიდან გადაყლაპული მეტალის საგნები ამოუღეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს. ოპერაცია 18 ივნისს, მას შემდეგ ჩატარდა, რაც ის საბოლოოდ ქირურგიულ ჩარევაზე დათანხმდა. 

    მსავრდებულმა 2019 წლის 4 აპრილს გადაყლაპა უცხო სხეულები. მან ჩაყლაპა მეტალის რამდენიმე ჭანჭიკი და მაგნიტი. 6-დან 8 აპრილამდე პერიოდში თ.მ.-ს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა; შიმშილობის მიზეზად ასახელებდა, რომ არის უდანაშაულო და მოითხოვდა მისი სისხლის სამართლის საქმის გადახედვას.

    16 ივნისს მუცლის არეში ტკივილის გამო გადაყვანილ იქნა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, თუმცა მსჯავრდებულმა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა. 17 ივნისს მსჯავრდებულმა კვლავ გადაყლაპა მეტალის უცხო სხეული, რამაც მის მდგომარეობაზე მძიმე გავლენა იქონია. 17 ივნისს, 22:00 საათზე მსჯავრდებული დათანხმდა ოპერაციას. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ამოღებული იქნა, როგორც საყლაპავიდან, ასევე კუჭიდან მეტალის სხვადასხვა საგნები“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×