რეზონანსი
19.06.2019

 (რეზონანსი) არინა წერეთელი ქართველი ემიგრანტისთვის დახმარებას ითხოვს და წერს:

,,გენიმატას საავადმყოფოში წევს ქართველი გოგო, რომელიც სასწრაფოდ გადასაფრენია საქართველოში. სჭირდება ფინანსური  დახმარება ბილეთის შესაძენად. მიყვება ექიმიც.

გთხოვთ, ინახულოთ და რა საშუალებაც გექნებათ, თანხა დაუტოვოთ თვით ამ ქალბატონს.

დავეხმაროთ დაბრუნდეს და თავის ოჯახში ებრძოლოს საშინელ სენს. გენიმატა იქვეა, მეტრო ,,ეტნიკი ამინასთან” ისოგიო გინეკოლოგიური განყოფილება ოთახი 3.

გელოდებით, ვინც დღეს არ მუშაობთ. მეც აქ ვარ ახლა და ნანა თევდორაძეც აგვარებს საკითხებს. გელოდებით”.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×