სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.06.2019

     (რეზონანსი) ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია ,, პოსტერუმ ქუთაისის" ორგანიზებით გაიმართა აქცია #ნანაწადი.

    ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარე ნანა კოსტავამ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე სიძულვილის ენის შემცველი ტესტი განათავსა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

    მიუხედავად აქციებისა და მოწოდებებისა ნანა კოსტავა საკრებულოს არ ტოვებს.

    ორგანიზაციის აქტივისტებმა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობით ვიდეორგოლი დაამზადეს ილუმინაციის სახით მერიის შენობის ფასადზე გაუშვეს. „პოსტერუმ-ქუთაისმა" სიმბოლური წითელი ბარათიც დაამზადა ჰეშთეგით # ნანაწადი, რომელიც ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული შენობის წინ დატოვეს.

    31 მაისს ნანა კოსტავა, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების" ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს. ის ასევე გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან. იმავე დღეს მან ტელეკომპანია „იმედს" განუცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატის მანდატს დატოვებდა. თუმცა, მოგვიანებით თქვა, რომ საკრებულოს დატოვება ამომრჩევლების თხოვნით გადაიფიქრა.„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე", - ასეთი მინაწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. შემდეგ დეპუტატმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე გამოქვეყნებული სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და დაწერა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (20.06.2019)
    მეტის მეტი-რეტისრეტი! ისეთი არაფერი დაუშავებია ამ ქალს, რას გადაეკიდეთ? ტალღა გინდათ ააგოროთ? საქართველოში სიმშვიდე თქვენ არ გ ა წ ყ ო ბ თ, "წადი"-ს დამწერებს მივმართავ, თქვენ წადით სახლებში და გაჩუმდით. გ ე ყ ო ფ ა თ!

    გალელი   (19.06.2019)
    რით ვერ მოეშვით ამ ქალს ვერ გამიგია,ყველა სამუშაო ადგილი დატოვა,ბოდიშიც არაერთხელ მოიხადა,დარჩა მარტო არჩეული პოსტი.მას არ მიუძღვის დანაშაული გოგონას ტრაგედიაში,პოსტზე კი განმარტება გააკეთა...მისი დის შეურაცხმყოფელი მოქმედების გამო,მოგწონთ მისი დადებული ვიდეო პრეზერვატივით? მოეშვით ამ უაზრო მოთხოვნებს,ქვეყანაში იმდენი საჭირბოროტო საქმეებია მოსაგვარებელი,დაოკდით ცოტათი.არც ბავშვის დედას დაუკლია წყევლა-კრულვა ამ ქალისთვის,ესეც ხომ მიუღებელია?! თქვენ მარტო არ აგირჩევიათ იგი...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×