სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.06.2019

    „სახლ​ში მინდა წამოსვლა და არ მიშვებენ. ხალხი იძახის დამტოვეთო და იმათ უშვებენ ასეთ უბედურებაში ვარ ჩაძირული“, - ამის შესახებ კაბუმ ტელეგადაცემაში განაცხადა, სადაც საფრანგეთიდან ჰქონდა ჩართვა.

    „ერთი წელი ვივარჯიშე ციხეში, მაგრამ მაინც ციხეა. ქართველ ერს უფრო არ აქცევენ ყურადღებას, ვიდრე სხვა ერს. ჩვენი ქვეყნიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. სანამ სასამართლო იქნება და სანამ გამოძიება დამთავრდება ვერ დავტოვებ ქვეყანას. ბრალი ვერ დამიმტკიცეს. რაც არ დამიშავებია, რას დამიმტკიცებდენ. მე ჩემს მეგობრებზეც თავს დავდებ, რომ უდანაშაულოები არიან. ჩვენ საფრანგეთისთვის არანაირი ზიანი არ მიგვიყენებია. მინდა ჩამოვიდე და გავაგრძელო ჩემი შემოქმედება. საფრანგეთის ციხეში ბევრი ქართველია, ძირითადად ის ხალხი, ვინც მშიერია და უსახსრობის გამო ჩამოვიდნენ“, - აცხადებს კახა აბუაშვილი.

    მსახიობი ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ციხიდან გაათავისუფლეს. საპატიმროში ის 2018 წელს გახმაურებული სპეცოპერაციის შედეგად მოხვდა, რა დროსაც „კაბუსთან“ ერთად დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, მათ შორის რამდენიმე „კანონიერი ქურდიც“ აიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, კახა აბუაშვილს რეალურად დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან შეხება არ ჰქონია და ის ამ გაუგებრობაში შემთვევით აღმოჩნდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×