სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.06.2019

     სხდომათა დარბაზიდან ის სკამი გამოიტანეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუს დეპუტატს დაუთმო. საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როცა „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანა გააპროტესტეს.

    დეპუტატი ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან, სადაც ცოტა ხნის წინ რუსი დეპუტატი იჯდა, საქართველოს დროშით ავიდა და მაგიდაზე დატოვებული ფურცლები დახია.

    „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ რუსი დეპუტატების მიმართულებით პარლამენტის ტრიბუნიდან წყალი გადაასხა.

    რამდენიმე წუთის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, სხდომა საბერძნეთის წარმომადგენელს უნდა წაეყვანა. თუმცა რატომ მოხდა ცვლილება ამის გარკვევის შემდეგ უმკაცრესი რეაგირება იქნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×