რეზონანსი
20.06.2019

 უმრავლესობის წარმომადგენელს, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს შესაძლოა „ქართული ოცნების“ რიგები დაატოვებინონ. მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა ეს საკითხი გუნდში  უკვე დააყენა, რასაც პოლიტსაბჭოს წევრთა უმრავლესობა დაეთანხმა. 

ინფორმაციას, ზაქარია ქუცნაშვილის პარტიიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ „პრაიმტაიმს“ უმრავლესობის რამდნენიმე დეპუტატმა პირად საუბარში დაუდასტურა. 

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილი გახლდათ ორგანიზატორი მართლმამდიდებური საპარლამენტთაშორისო კონფერენციის, რომლის ფარგლებში თბილისში რუსი დეპუტატებიც ჩამოვიდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა სერგეი გავრილოვმა კი საქართველოს პარლამენტში სპიკერის ადგილიც დაიკავა, რასაც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ფაქტი საჯაროდ დაგმეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა და საქართველოს პრეზიდენტმაც.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×