სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.06.2019

     (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე განცახდებას ავრცელებს და პარლამენტში შექმნილ ვითარებას ეხმიანება.

    პრემიერის განცხადებით, უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა.

    „უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა! ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!

    სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

    საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როცა „ევროპული საქართველოს" წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანა გააპროტესტეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×