რეზონანსი
20.06.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის ფოეიში, მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი სალომე სამადაშვილი შეუძლოდ გახდა.

მანამდე, დეპუტატებს მოქალაქეების პარლამენტში შეყვანის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ. დაპირისპირება მათ შორის სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.

ამის შემდეგ სამადაშვილმა პარლამენტის შენობა მოქალაქეების დახმარებით დატოვა.

ასევე ჟურნალისტები, რომლებიც პარლამენტის შიგნით იმყოფებოდნენ, საშვთა ბიუროსთან, მათაც დაატოვებინეს შენობა და ეზოში გამოუშვეს.

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×