სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.06.2019

     ჩეჩნეთში, კადიროვის რეზიდენციასთან სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა. გროზნოში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი მოკლეს.

    დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომელი, ორი კი შეიარაღებული თავდამსხმელია.

    ინციდენტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რეზიდენციის მახლობლად მოხდა. თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე მოკლეს, ხოლო მეორე მოგვიანებით, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

    რუსული მედიის ინფორმაციით, რამზან კადიროვის რეზიდენციის წინ საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა დოკუმენტების შემოწმების მიზნით ავტომობილი გააჩერეს, ავტომობილის მძღოლმა პოლიციის თანამშრომელს დანა დაარტყა. ინციდენტის შედეგად დაშავებულია პოლიციელი და გვარდიის თანამშრომელი.

    (1tv.ge)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved