სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

     ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" თავიანთ ოფიციალურ გვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ:

    "დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: "სუხიშვილები" უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!" – წერენ სუხიშვილები თავიანთ "ფეისბუქზე".

    აქვე, კომენტარებში გამართულ დებატებში, სადაც ერთ-ერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს პოლტიკაში ჩარევაა და კულტურა პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, სუხიშვილები პასუხობენ"

    "პოლიტიკაში გარევა? დიახ! კულტურა ყოველთვის დაკავშირებულია პოლიტიკასთან! ჩვენ მიგვაჩნია რომ რუსეთი ჩვენი მტერია! და ზოგადად რუსეთი ერთი დიდი ბოროტებაა! თუ თქვენ სხვანაირად თვლით, შეგიძლიათ თავად იცეკვოთ/იმღეროთ მოსკოვში. წარმატებებს გისურვებთ!"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved