სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

    "ჩვენ ჩვენი მიწები საკმარისად გვაქვს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ გვჭირდება" – ეს განცხადება რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა "დემოკრატიული არჩევანის" დამფუძნებელმა ვლადიმერ მილოვმა გადაცემა "პანორამაში" გააკეთა.

    "მე მათ მივიჩნევ საქართველოს ტერიტორიებად და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს რუსულ ოპოზიციაში, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ აფხაზ, ოს და ქართველ ლიდერებთან ერთად. მოილაპარაკონ, როგორ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების გაერთიანება საქართველოსთან. რუსულ ოპოზიციაში დომინირებს შემდეგი მოსაზრება – ჩვენ ჩვენი ლეგიტიმური ტერიტორიებიც საკმარისად გვაქვს, მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა ვართ და ჯობს ჩვენი გაღატაკებული ხალხის სასარგებლოდ გადავწყვიტოთ დღითი დღე მზარდი პრობლემები. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ჩვენი საშინაო საქმეები მოვაწესრიგოთ. მე დარწმუნებული ვარ, ამ მიდგომას გარკვეულწილად ალექსეი ნავალნიც იზიარებს", – განაცხადა მილოვმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved