სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

     ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი და პოლიტიკოსი ირაკლი კაკაბაძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს::

    "არა ფარისევლობას! გუშინ საპროტესტო აქციაზე გამოვცხადდი დაბარებულ დროს საღამოს 7 საათზე.  ტრიბუნასთან შევნიშნე ჩემი ძველი მეგობარი შოთა გაგარინი, რომელსაც აქცია უნდა წაეყვანა და მივედი მასთან, ჩავეხუტე და კიდევ ერთხელ გამოვუხატე სოლიდარობა.

    შოთა ცოტა არ იყოს დაიბნა ჩემს დანახვაზე და მითხრა რომ რეალურად აქციის წაყვანა ჩემზე კი არ არისო - მიშა მშვილდაძეს უნდა ჰკითხო სიტყვის წარმოთქმა თუ გინდაო.  ამ დროს მოვიდა თვით მიშა მშვილდაძეც და მან უკვე მითხრა, რომ (ირონიულად) "დირექციის" გადასაწყვეტია ვინ გამოვა და ვინ - არაო, მე ყველაფერს ვიზამ რომ შენნაირი უპარტიო და მიუკერძოებელი გამომსვლელები გამოვიდნენო.  მე ორივე ამ ადამიანის მჯერა, რომ მათ გულწრფელად უნდათ ბევრი უპარტიო და დამოუკიდებელი ადამიანის გამოსვლა ამ აქციაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მიტინგის "დირექცია" როგორც ეტყობა ეგრე არ ფიქრობს.  მიტინგის პირველი რიგები სავსე იყო, ძირითადად, ნაცისტი აქტივისტებით და პარლამენტის წევრებით.  ეს თავისთავად არაძალადობის მომხრეებისათვის უკვე ძალიან რთულად ასატანია.  თუ ამ აქციის "დირექცია" და მმართველი ძალა სწორედ ეს ბატონები და ქალბატონები არიან - ეს უკვე სრულიად მიუღებელია და შეურაცხყოფაა ყველა იმ პატიოსანი ქართველი მოქალაქის და ახალგაზრდის, რომელიც ახლა ძალადობას აპროტესტებს. 

    მე, ისევე როგორც ნებისმიერი პატიოსანი ქართველი, რომელიც ეწინააღმდეგება ძალადობას, არ დავდგები აქციაზე მოძალადეებთან და ქართველი ერის სისხლისმსმელებთან ერთად.  ჩვენ თვითონ გამოვედით და გამოვალთ ყოველთვის - მაგრამ ქალბატონო სანდრა და ყველა სისხლში გასვრილო ნაცებო - თქვენი ადგილი აქ არ არის!

    გვეყო თქვენი ფარისევლობა და ძალადობა.  დროა მორჩეს მოქალაქეთა კავშირის ძალადობა 27 წლის შემდეგ!" - წერს ირაკლი კაკაბაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ლინდას   (24.06.2019)
    უი გამოჩნდი ჩემო ყიამყრალო? სად ხარ ამდენი ხანი გო? პუტინმა ჯერ კიდევ არ მოგანიჭა წოდება? მიშას მიწერე და კაგებეს კავშირებით გაგიჩალიჩებს.

    Linda   (24.06.2019)
    Linda dasisineb gvelivelit rogor getyoba rom sisxli gwyuria iraklistan axlos ver mixval getyoba rom yana xar

    ლინდა   (24.06.2019)
    kakabaZesnairi orpira qarTvelebi gvaSoros RmerTma!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved