სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

     (რეზონანსი) აქტივისტები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონებით მიემართებიან და სიგნალებით გამოხატავენ პროტესტს.

    ისინი გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

    20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

    20 ივნისს დილას, საქართველოს პარლამენტის სპიკერატის ტრიბუნიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საყოველთაო საპროტესტო აქცია მოჰყვა.

    დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების სემდეგ განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×