სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

     (რეზონანსი) ქართულმა მხარემ საქართველოდან რუსეთში ფრენების აკრძალვაზე ოფიციალური წერილი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სახელზე გაგზავნილ წერილში ქართული ავიაკომპანიებისთვის 8 ივლისიდან ასამოქმედებელ აკრძალვაზეა საუბარი.

    დოკუმენტის მიხედვით, ქართულ მხარეს ავიასანავიგაციო მომსახურების დავალიანება აქვს. საუბარია კომპანიების მიერ საავიაციო უსაფრთხოების კუთხით დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობაზე.

    წერილს ხელს აწერს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე იურჩიკი.

    დოკუმენტში საუბარია ქართულ მხარესთან კონსულტაციების გამართვის მზადყოფნაზეც.

    ამ დროისთვის რუსეთში ფრენებს ორი ქართული ავიაკომპანია ასრულებს - „ჯორჯიან ეარვეისი" და „მაი ვეი ეარლაინსი".

    რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან რუსეთში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×