სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

     (რეზონანსი) ვიდრე გიორგი გახარია არ გადადგება, არჩევნები არ გახდება სავალდებულო, არ გაუქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისია და არ დადგინდება კონსტიტუციური ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად, სახალხო წინააღმდეგობა არ შეწყდება და უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

    როგორც ნათელაშვილი აცხადებს, არჩევნები წელსვე უნდა ჩატარდეს.

    „ვფიქრობ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა და ამათი არსებობაც უნდა დამთავრდეს, მინიმუმ ქართულ პოლიტიკაში. არჩევნები წელსვე უნდა ჩატარდეს, ხალხი თავისი შვილების თვალების დამთხრელთა არსებობას 2020 წლამდე ვერ აიტანს. ორი სასესიო სეზონი საკმარისია ამ ცვლილებებისთვის და ნოემბერში ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ არჩევნების გზით. ვფიქრობ, უბარიერობის შემთხვევაში, პარტიული სისტემა მოისპობა. პარტიული სისტემა ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ბარიერს გადადის", - განაცხადა ნათელაშვილმა.

    „ქართული ოცნება" გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    Ddc   (24.06.2019)
    Shen shalikie xmas mainc ver miigeb da ra azri aqvs shentvis arshevnebs?

    შალვას   (24.06.2019)
    შალვა დაურიგე შენი მილიონებიდან თუნდაც 10-10 თეთრი გაჭირვებულ ხალხს და მერე ილაპარაკე.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved