სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

     (რეზონანსი)19 წლის მაია გომურმა, რომელმაც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მან ხალხს მისი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    როგორც მან განაცხადა, ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს რაღაცების მისაღწევად.

    „ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, იმიტომ, რომ საავადმყოფოდან გამოვედი და შემიძლია სახლში წავიდე. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო.

    ნარკოზიდან რომ გამოვედი, უამრავი შეტყობინება დამხვდა. მართლა ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. რაც ახლა მე ძალა მაქვს, იმ ადამიანებისგან გამაჩნია. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, არც მე ვიქნებოდი ასე.

    ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცების მისაღწევად. მარტო ერთეულები არ უნდა ვიყოთ იმ ადგილას, სადაც ვიყავით," - განაცხადა მაია გომურმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×