სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.06.2019

     (რეზონანსი) რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა.

    გუშინ აქციაზე მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა იყო მისული.

    დღეს პარლამენტთან აქცია ისევ განახლდა, ცოტა ხნის წინ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.

    20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

    20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

    24 ივნისს შსს-მ განაცხადა, რომ აქციის დაშლაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (26.06.2019)
    გიორგი, კიდევ ერთხელ დაამტკიცე შენი მოქმედებით, რომ საქართველოს პატრიოტი ხარ! განსხვავებით იმ გარეწრებისაგან, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობას ქმნიან! ვუყურებდი ამ უზნეო ადამიანების გამოსვლებს და ვფიქრობდი, ვის ხელში ვართ, ჩვეულებრივი ვამპირები, რომლებიც სკამის შესანარჩუნებლად მთელ ქვეყანას თავზე დაგვამხობენ! კარგით, დღეს ხელისუფლებაში არიან, მაგრამ არ ეშინიათ მომავლის??? მათი თითოეული ნაბიჯი და გამოსვლა ხომ აღრიცხულია, რისთვისაც მკაცრად აგებენ პასუხს!! რამდენსაც არ უნდა ცდილობდეთ, ოპოზიციის ყველა ლიდერიც, რომ დააპატიმროთ არაფერი გეშველებათ თქვე უბადრუკებო! მოდის მძლაავრი ახალგაზრდების ტალღა, რომელიც ერთიანად წაგლეკავთ ქოც-კრიმინალებო!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved