სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.06.2019

     ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განსაკუთრებული აღშფოთება მედიაში ზაქარია ქუცნაშვილის ქონებივი დეკლარაციის გამოქვეყნებამ გამოიწვია. ბიზნესმენი ამბობს, რომ ის 16 წლიდან არის ბიზნესში და თავად ვერ შეძლო იმდენი ქონების დაგროვება, რამდენიც ქუცნაშვილმა - 7 წელიწადში. 

    „აღშფოთებული დავრჩი ქუცნაშვილის ქონებით. დედას ვფიცავარ, ვერც წარმომიდგენია 7 წლის განმავლობაში... ბიზნესში ვარ მთელი ჩემი ცხოვრება, 16 წლის ასაკიდან და როგორ შეძლო 7 წელიწადში ამდენი ქონების დაგროვება?! 

    ადამიანს ისეთი გადაწყვეტილებები აქვს მოპოვებული საკუთარი ბიზნესების განვითარებისვის, რომ ასეთის მოპოვებას ჩველებრივი ბიზნესმენები, რომლებიც გაცილებით ჭკვიანებები არიან, ვიდრე ზაქრო, ვერ მიაღწევენ, შანსი არ აქვთ“, - აცხადებს თემურ ჭყონია. 

    მიმდინარე წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქუცნაშვილის ოჯახმა 2018 წელს 3 ბინა, ერთი მიწის ნაკვეთი და 3 სარდაფი შეიძინა. საერთო ჯამში, დეპუტატის ოჯახმა უძრავ ქონებაში გასულ წელს 382 000 დოლარი და 500 ლარი გადაიხადა. 

    100 000 ლარზე მეტი დახარჯეს გასულ წელს ქუცნაშვილის ოჯახის წევრებმა მიწის ნაკვეთისა და ბინის შესაძენად. 

    რაც შეეხება თავად ყოფილი დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ქუცნაშვილს 1 268.65 ლარი და 30 009.22 დოლარი ჰქონდა. 

    პარლამენტის წევრობისას ქუცნაშვილის შემოსავალმა 2018 წელს 56 835 ლარი; არასაცხოვრებელი ფართის გაქირავებით მიღებულმა შემოსავალმა კი ჯამში, 5 905 ლარი და 18 000 დოლარი შეადგინა. 

    ამასთან, პარლამენტის წევრის მამის შემოსავალმა 2018 წელს შპს ,,ჯეოინჟინერინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 60 318,75 ლარი; ნავთობისა და გაზის კორპორაციის წევრობისას კი 22 500 ლარი შეადგინა. 

    ქუცნაშვილის ოჯახის მიერ ეს მხოლოდ გასულ წელს დაგროვებული ქონების ნაწილია. ისინი ფლობენ როგორც ავტომობილებს, ისე წილებს სხვადასხვა კომპანიებში, მიწის ნაკვეთებს, საცხოვრებელ სახლს რამდენიმე რეგიონში და თბილისში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    თამარი არველაძე   (30.06.2019)
    კომუნისტების დროს, თანამდებობის პირს ქონებისთვის აპატიმრებდნენ,,. ღმერთმა ყველას მისცეს, ხალხისათვის ერთი ფაბრიკა-ქარხნა აეშენებინათ ქალაქებში, ფერმები სოფლებში, ხალხიც დასაქმდებოდა,ხელფასები ექნებოდათ, ემიგრანტები ოჯახებს დაუბრუნდებოდა, ხალხიც კმაყოფილი იქნებოდა და მთავრობაც, რა ჭირად უნდათ ფული რომ ინახავენ??????

    Dudu   (27.06.2019)
    Zaqro tianetshi Wadi da Simindi toxne ჟიპიტაური ბევრი არ დალიო გაგიჟება იცის.

    ია ხუციშვილი   (26.06.2019)
    არ გინდოდატ კომუნისტური წყობა?ა ბატონო კაპიტალიზმი და კერძო მესაკუთრეობა.ცხონებულმა სტალინმა გაკულაკება კიდევ ლმობიერად გაატარა,მეტი უნდა ექნა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×