სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.06.2019

     ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. 

    მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს, ხოლო, 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ ევროპის 5 ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება. 

    საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება. 

    შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ლოგისტიკის დირექტორმა ანდრაშ სებოკმა. 

    ,,არსებული 27 ევროპული მიმართულების გარდა, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია „ვიზეარი“ 12 ახალ ავიამიმართულებას ამატებს, რაც გარდა იმისა, რომ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვაში და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×