სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.06.2019

     პროკურორი ამირან გულუაშვილი ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს. მისი განმარტებით, არსებობს მელიას მიმალვის და მის მიერ ქვეყნის საზღვრების დატოვების საფრთხე. ასევე, შესაძლოა, მელიამ გავლენა კვლავ მოახდინოს ადამიანებზე და ისინი დაიყოლიოს ახალი დანაშაულის ჩადენაზე.

    ამირან გულუაშვილმა ასევე თქვა, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ნიკა მელიას მიმართ გამოყენებულია გირაო და ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებამ ვერ უზრუნველყო, რომ მას არ ჩაედინა ახალი დანაშაული. ამიტომ ახალი დანაშაულის პრევენციისთვის მყარი გარანტი იქნება პატიმრობა.

    „გენერალური პროკურორი მოგმართავთ თხოვნით, გასცეთ თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

    ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი კი ამტკიცებს, რომ გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა აბსურდული ბრალდებებით, რათა ნიკა მელიას შეუწყდეს იმუნიტეტი, თითქოს მას აქვს 2 პასპორტი, არის მისი მიმალვის საფრთხე და არის აუცილებელი მისი დაკავება. ადვოკატის თქმით, მელია არსად მიმალვას არ აპირებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Ddc   (26.06.2019)
    Melias adgili cixeshia.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved