სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.06.2019

     (რეზონანსი) ოპოზიცია ე.წ „გავრილოვის სიის“ შექმნაზე მუშაობას იწყებს. ოპოზიციის განცხადებით ამ სიაში იქნებიან ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია, ასევე ყველა ის დეპუტატი, რომელიც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭერს მხარს.

    ოპოზიციის განცხადებით, ეს სია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაიგზავნება და დაიწყება მუშაობა, რომ ამ სიაში მყოფ ადამიანებს სანქციები დაუწესდეს.

    შეგახსენებთ, პარლამენტი დღეს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობს იმისთვის, რომ პროკურატურას მიეცეს საშუალება სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართოს. ბრალდების მხარე ნიკა მელიას 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.

    წყარო: ნიუპოსტი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved