სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.06.2019

     (რეზონანსი) თურ­ქეთ­ში ქა­ლაქ ტრაპ­ზონ­თან ახ­ლოს, ავ­ტო­ბან­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის  შესახებ ახალი დეტალები ირკვევა.

    რო­გორც AMBEBI.GE-ის­თან სა­უ­ბარ­ში აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ზაალ მი­ქე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ავა­რი­ის დროს კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. მათ­გან ერ­თმა და­შა­ვე­ბულ­მა კლი­ნი­კა უკვე და­ტო­ვა, ხოლო მე­ო­რე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და რი­ზეს კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

    მი­ქე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი პრო­ზექ­ტუ­რა­ში არი­ან გა­დას­ვე­ნე­ბულ­ნი და მათ ექ­სპერ­ტი­ზა უკვე ჩა­უ­ტარ­და. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი დღეს და­ი­წყე­ბა.

    "ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან, ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცხოვ­რო­ბენ. ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მე­ლიც ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, ოთხი ადა­მი­ა­ნი იჯდა. რო­გორც ვიცი, დე­ი­და და დის­შვი­ლე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, დე­ი­და და ერთი დის­შვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ხოლო ორი და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

    მე რო­გორც გა­ვი­გე, ავ­ტო­მო­ბილ­ში მსხდომ­თა­გან ერთ-ერთი, თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და ოჯა­ხის წევ­რე­ბიც თან გაყვნენ. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით სამ სა­ათ­ზე მოხ­და, რო­დე­საც ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ" - გა­ნა­ცხა­და ზაალ მი­ქე­ლა­ძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მარი   (30.06.2019)
    ეს ადამიანები ჩემი ახლობლები აროან 💔😭😭😢

    ნინო   (27.06.2019)
    განვიცდი


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×