სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.07.2019

     (რეზონანსი) დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს, - ამ სიტყვებით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

    მმართველი პარტიის ლიდერმა სტუმარს ბათუმში უმასპინძლა.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მმართველი პარტიის ლიდერთან შეხვედრა საინტერესოდ და შთამბეჭდავად შეაფასა და გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველო კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს.

    „დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა! ძალიან საინტერესო და შთაგონების მომცემი შეხვედრაა. დღეს თქვენთან, თქვენს ოპონენტებთან, მთავრობასთან და ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს საქართველოს, არსებული პრობლემების მიუხედავად", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

    მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დონალდ ტუსკთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კარგი მეგობარია.

    „მახსოვს ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი ვიყავი, მასთან მქონდა ყველაზე თბილი შეხვედრა და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობები გვაქვს. მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა - ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას პირადად გადავეცი დიდი მადლობა. ის უყვართ პოლიტიკოსებს საქართველოში - როგორც პოზიციას, ისე - ოპოზიციას.

    მან მოხიბლა საქართველოს მთელი მოსახლეობა და საზოგადოება მისი ასეთი პოზიციით. მადლობა მას. დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ამ ოჯახში - განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში",- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    სიმართლე   (12.07.2019)
    შენ თუ გიყვარს!!შენ!!!უფსკრულისკენ რომ მიაქანებ ქვეყანას!!

    ბიძო   (11.07.2019)
    რაღა გვიჭირს?!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×