სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

     (რეზონანსი) "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანიამ რუსეთის პრეზიდენტის ის განცხადება შეაფასა, სადაც ვლადიმერ პუტინმა ქართველების მიერ აფხაზების გენოციდზე ისაუბრა.

    ადა მარშანია პუტინის განცხადებას იმეორებს და ამბობს, რომ ამას ქართველების მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა.

    „პრინციპში, ზოგადად, ჩვენ მივესალმებით პუტინის განცხადებას, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა ძალიან მძიმედ მოისმინა და მიიღო. მიიღო რას ჰქვია, აღსაქმელად მიიღო ეს მისი ასე ვთქვათ, პასაჟი გენოციდზე, ხომ? ცხადია, ჩვენ დავაფიქსირებთ ამას და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია ჩვენ საქართველოში და იცით თქვენ, რომ მათ ასე მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს პატარა მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი. თქვენ ეს არ გაგიგონიათ არასდროს? უბრალოდ, ჩვენთან არ არის მიღებული ამაზე საუბარი. გენოციდი იყო ქართველი მოსახლეობის აფხაზეთში, მართლა ასე იყო. დედაჩემი მხარე, გუგუშვილები, სულყველა დამიხოცეს. 13 ადამიანი, სხვათა შორის, მე არასდროს არ მითქვამს ეს საჯაროდ,“- განაცხადა მარშანიამ.

    ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი რუს კოლეგებთან შეხვედრას და მათთვის სანქციების მოხსნის თაობაზე საუბარს გეგმავენ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    777   (12.07.2019)
    მე 5 კოლონა ამუსავდა!!!

    გესტაპოს ოფიცერი   (12.07.2019)
    მარშანიას რომ ჰკითხო, მეორე მსოფლიო ომი გერმანიამ კი არა საქარველომ დაიწყო!

    ჰომო ჰედონიკუს ურბანიკუსი   (12.07.2019)
    ტიპიური კოლაბორიაციონისტი გუვერნანტკა, ესენი რომ მიუშვა ყველას და ყველაფერს გაჰყიდიან პრივილეგიების, სტატუსის და ფულის სანაცვლოდ. ეს ეგრეთწოდებული თავადაზნაურების პროექტი რუსული სპეცსამსახურების პროექტია, თუმცა ესენი უკვე გაშიფრულები არიან, მაგრამ აი ფალავანდიშვილი ჯერ არა, ამიტომაც ვამბობ რომ ფალავანდიშვილი შესაძლოა ყველაზე დიდი საფრთხეა რუსული სპეც-სამსახურების დივერსიული საქმიანობების თვალსაზრისით.

    როსპოტრებნადზორი   (12.07.2019)
    ამას გენოციდი აცრა ჰგონია!

    ზაპასის ოფიცერი   (12.07.2019)
    რა გენოციდი გაუკეთეს, თქვენ შიგ ხო არა გაქვთ ქალბატონო ადა?!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×