სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

     (რეზონანსი) ქალი ამბობს, რომ თბილისში #128 სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მასზე ფიზიკურად იძალადა. ინფორმაციას ის ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში ავრცელებს.

    ქალი ყვება, რომ მგზავრობის დროს მიკროავტობუსის მძღოლმა სამთო ქიმიასთან, შუა გზიდან სამი მგზავრი აიყვანა. მისივე თქმით, მოგვიანებით, მირზაანთან სთხოვა გაჩერება. როცა არ გააჩერა, ჩათვალა, რომ მძღოლმა ვერ გაიგო და კვლავ გაუმეორა.

    მგზავრი ამბობს, რომ ამის შემდეგ მძღოლმა გაზს მიაჭირა, რის გამოც ქალი მოსრიალდა და კარს დაეჯახა. მისივე თქმით, ჩასვლისას გაბრაზებულმა კარი მიიჯახუნა. ქალი აღწერს, რომ მძღოლი ტრანსპორტიდან ჩამოვიდა და თავს დაესხა.

    "ჩამოვიდა, ბეჭებში ჩამარტყა, პატარა ბავშვს რომ ქეჩოში წაავლებენ, ეგრე წამავლო ხელი, აეთრიე, შე გაუზრდელოო, თან იფურთხებოდა, წინ მედგა, აი, 10 სმ დაშორებით და ამათრია მარშუტკაში, რაც მოვახერხე ხელი გამიშვი თქო ეგ იყო, შეხედე, სადაა გაჩერებაო", - ყვება მგზავრი.

    მისივე განცხადებით, ძალადობის დროს სხვა ადამიანები უყურებდნენ და მის დასახმარებლად არავინ მიუღია.

    თბილისის მიკროავტობუსში On.ge-ს უთხრეს, რომ მძღოლი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

    On.ge

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×