სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

     (რეზონანსი) სკუტერები, რომელთა დასაქირავებლად გადახდა მხოლოდ რუსულ რუბლში იყო შესაძლებელი, თბილისის ქუჩებიდან აიღეს.

    ნიკო პაპაშვილი, რომელსაც გასაქირავებელი სკუტერები ეკუთვნის, ტექნიკურ გაუმართაობაზე საუბრობს. მისი თქმით, ტესტირების დროს ყველაფერი სწორად მუშაობდა, მაგრამ გუშინ, ვერ ამუშავადა.

    "ამჟამად გადავწყვიტეთ, რომ ქალაქიდან გავიტანოთ ისევ საწყობში, მაგრამ არა გამოხმაურების გამო, უფრო ტექნიკური პრობლემების გამო, რადგან აპლიკაციაში ქართული და ინგლისური ენა არ მუშაობდა და ლარით გადახდის სისტემაც ვერ ჩაირთოი. ტესტირების დროს ყველაფერი მუშაობდა. დაახლოებით 2 კვირაში ყველაფერს შევასწორებთ და ისევ გამოვიტანთ ქალაქში", - უთხრა „ნეტგაზეთს" პაპაშვილმა.

    სკუტერების მფლობელმა ასევე ამბობს, რომ კომუნიკაცია ჰქონდა თბილისის მერიასთან, მაგრამ მოწყობილობების აღება არ მოუთხოვიათ.

    ელექტროსკუტერები დედაქალაქში გუშინ გამოჩნდა. მომხმარებლებს მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქცია მხოლოდ რუსულ ენაზე დახვდათ, ასევე, მხოლოდ ამ ენაზე იყო შესაძლებელი დასაქირავებლად აპლიკაციის გამოყენება და გადახდაც მხოლოდ რუსული რუბლით შეიძლებოდა. ამ ყველაფერს ფეისბუკზე უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×