სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

      თელავისა და გურჯაანის მცხოვრებლები გომბორის გადასახვევთან არიან შეკრებილი. ისინი აქციას მართავენ და „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ ეთერში ღვინის შესახებ გამონათქვამს აპროტესტებენ.

    აქციაზე ძირითადად მევენახეები იმყოფებიან. მათი თქმით, გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა კახეთს და ქართულ ღვინოს.

    აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს. მათი თქმით, ისინი „რუსთავი 2"-ის შენობასთან მისვლას აპირებენ.

    სოციალურ ქსელში ამ აქციას დიდი რეზონანსი მოჰყვა. ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი ამასაც წერს: „ნიკა გვარამიას ერთი კარგი საქმე მაინც გაუკეთებია - თელავი და გურჯაანი გააერთიანა"

    წყარო: 1tv.ge

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×